საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-10, საიუბილეო კონგრესზე, ცენტრის წამყვანი ექიმები განსაკუთრებული ჯილდოებითა და პრემიებით დაჯილდოვდნენ

23 ოქტომბერი, 2026 სიახლეები 1 წთ საკითხავი

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-10, საიუბილეო კონგრესზე, ცენტრის წამყვანი ექიმები განსაკუთრებული ჯილდოებითა და პრემიებით დაჯილდოვდნენ

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-10, საიუბილეო კონგრესზე რომელიც საქართველოში კარდიოლოგიის 80 და საზოგადოების 35 წლის იუბილეს მიეძღვნა, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის წამყვანი ექიმები განსაკუთრებული ჯილდოებითა და პრემიებით დაჯილდოვდნენ:
🥇 აკადემიკოს მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის პრემია, ქართული კარდიოლოგიის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის გადაეცათ:
👨‍⚕️ ვახტანგ ჭუმბურიძეს
👨‍⚕️ პავლე მაჭავარიანს
🥇 აკადემიკოს გულნარა ჩაფიძის სახელობის პრემია, კარდიოლოგიაში ინოვაციების დანერგვისთვის გადაეცა:
👨‍⚕️ ზვიად ბახუტაშვილს
ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის მაღალ პროფესიონალიზმს, დაუღალავ შრომასა და ერთგულებას პაციენტებისა და დარგის განვითარების მიმართ.
გულწრფელად ვულოცავთ ჩვენს ექიმებს ამ დამსახურებულ ჯილდოებს! ვამაყობთ თქვენით! ❤️


გაზიარება
ვიზიტზე ჩაწერა შეფასების ყუთი