თბილისში დამსახურებული მედიკოსები დააჯილდოვეს

10 ივლისი, 2019 სიახლეები 1 წთ საკითხავი

თბილისში დამსახურებული მედიკოსები დააჯილდოვეს

9 ივლისს, თბილისის საკრებულოში 90 დამსახურებული მედიკოსი დააჯილდოვეს. 80-დან 100 წლამდე ასაკის მედიკოსებს დიპლომები, საპატიო სიგელები და საჩუქრები გადაეცა.


დედაქალაქის წარმომადგენლობითმა ორგანომ აღნიშნულ ღონისძიებას უკვე მეორედ უმასპინძლა. მსგავსი შეხვედრა პირველად 2017 წელს გაიმართა.

ცენტრის სახელით, ვულოცავთ ქ-ონ გულიკო ჩაფიძეს და ყველა დაჯილდოებულ ექიმს, რომელთა ღვაწლი განუზომლად დიდია ქართული მედიცინის განვითრებაში.


გაზიარება
ვიზიტზე ჩაწერა შეფასების ყუთი