
რითმოლოგიის დეპარტამენტი
რითმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს გულის რითმის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი კახა ეცადაშვილი.2012 წლის 1 სექტემბრიდან აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ფუნქციონირება დაიწყო რითმოლოგიურმა განყოფილებამ.
ამოცანები:
- რითმოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება;
- გულის რითმის დარღვევების მქონე პაციენტების მართვა სტაციონარში;
- ამბულატორიული პაციენტების კონსულტირება;
- პაციენტებისთვის სრულყოფილი რითმოლოგიური სერვისის შეთავაზება.
2012 წლის 23 ოქტომბერს კლინიკაში განხორციელდა მუდმივი კარდიოსტიმულატორის პირველიიმპლანტაცია. აღნიშნულ პროცედურას მალევე მოჰყვა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის, კარდიორესინქრონიზატორის იმპლანტაციები.
დღეისათვისკლინიკაშიწარმატებითხორციელდებანებისმიერიტიპისანტიარითმიულიმოწყობილობისიმპლანტაცია, ასევე – პაციენტებისპოსტოპერაციულიმართვა.
2013 წლიდანკლინიკაში დაწყებულია სუპრავენტრიკულური არითმიების ინვაზიური ელექტროფიზიოლოგიური კვლევები და რადიოსიხშირული აბლაცია (RFA).
სერვისებისჩამონათვალი:- მუდმივი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია- რითმის ხანგრძლივი მონიტორის - მარყუჟოვანი ჩამწერის (Loop Recorder) იმპლანტაცია - კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის (ICD) იმპლანტაცია- სამკამერიანი კარდიოსტიმულატორის - რესინქრონიზატორის იმპლანტაცია (CRT-P)- რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის (CRT-D) იმპლანტაცია- ტაქიარითმიების კარდიოვერსია (ელექტრული, ფარმაკოლოგიური)- ინვაზიური ელეტროფიზიოლოგიური კვლევა- არითმიების რადიოსიხშირული აბლაცია
პრაქტიკული მოღვაწეობის პარალელურად, რითმოლოგიური განყოფილების ექიმები რეგულარულად მონაწილეობენ კლინიკაში ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებში, ასევე საქართველოს გულის რითმის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სემინარებსა და შეხვედრებში.