პარტნიორობა

"ჩაფიძის გულის ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კლინიკებთან: გერმანიის, აშშ-ს, ავსტრიის, რუსეთის, თურქეთის წამყვან კლინიკებთან და კვლევით ცენტრებთან.

მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გერმანიაში - "Herz-Zentrum Bad Krozingen“ (www.herzzentrum.de), ბად კროცინგენის გულის ცენტრთან მრავალწლიანი თანამშრომლობა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1994 წელს და რომლის შედეგად 2011 წ. დაარსდა პირველი ქართულ-გერმანული გულის ცენტრი, რომელიც არის ერთ-ერთი  საერთაშორისო ერთობლივი  სამედიცინო პროექტი, რომელიც წარმატებით განხორციელდა.
 

ქართულ-გერმანული გულის ცენტრის მისია:

ქართულ-გერმანული თანამშრომლობის საფუძველზე, გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ბაზაზე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების დონის კარდიოვასკულარული მომსახურების სისტემის შექმნა.
 

პარტნიორობის ისტორია:

1994 წ. - ჯანდაცვის მინისტრის ბატონ ავთანდილ ჯორბენაძის ვიზიტი "ბად კროცინგენის გულის ცენტრში“. დაიდო შეთანხმება საქართველოში ინტერვენციული კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის სერვისების განვითარების შესახებ.

1998 წ. - "ბად კროცინგენის გულის ცენტრის“ გულის კათეტერიზაციის ლაბორატორიაში ქართველი ექიმების ტრენინგები.

1999 წ. - ინტერვენციული კარდიოლოგიის განყოფილების პროფესორის ბატონ ბიუტნერის ვიზიტი საქართველოში და ჩაფიძის ცენტრის ადგილობრივ ექიმებთან პირველი 12 პერკუტანული კორონარული ინტერვენცია (PCI).

1999-2000 წწ. - ეროვნული საინფორმაციო სასწავლო ცენტრის დახმარებით ხორციელდებოდა ტელეკარდიოლოგიის პირველი პროექტი, რომლის მეშვეობით ჩაფიძის ცენტრის პაციენტთა სკანირებული კორონაროგრამები გადაეცემოდა ბად-კროცინგენის ცენტრს, სადაც ხდებოდა მათი ტელეკონსულტაცია და მკურნალობის მეთოდების (PCI ან CABG) შერჩევა,  შუნტირების რთული შემთხვევების საჭიროებისას - პაციენტების გაგზავნა გერმანიაში.

2000 წ. – ”საქართველოში თანამედროვე კარდიოლოგიის განვითარების ხელშემწყობი” გერმანულ-ქართული ასოციაციის დაფუძნება ბად კროცინგენში (გერმანია).

2000 წ. მარტი - დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოქირურგიული სამსახურის შესაქმნელად. აპარატურით აღჭურვასა და კადრების მომზადებაში აღსანიშნავია გერმანიის და იაპონიის მთავრობების დახმარება.

2000-2009 წწ. - ქართველი ექიმების, ექთნების და სამედიცინო ტექნიკური ჯგუფის (40-ზე მეტი პერსონალი) ტრენინგები ბად კროცინგენის გულის ცენტრში.

2001-20004 წწ.- ბად კროცინგენის ექიმების მრავალჯერადი (დაახლოებით 10) ვიზიტი ჩაფიძის ცენტრში. 500-ზე მეტი ერთობლივი კარდიოვასკულარული ოპერაცია.

2000, 2006, 2007- ერთობლივი გერმანულ-ქართული სამეცნიერო სიმპოზიუმების ჩატარება თბილისში.

2004 - ბად კროცინგენის გულის ცენტრის ერთ-ერთი გულსისხლძარღვთა წამყვანი ქირურგის, დოქტორ პიტერ ტოლენარის გადმოსვლა სამუშაოდ ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში.
 

პარტნიორობის მეორე ეტაპი:

2011 წ. "ქართულ-გერმანული ჰოსპიტლის - ჩაფიძის გულის ცენტრის” დაარსება.
 

პარტნიორობის მიზნები:

  • ქართულ-გერმანულ გულის ცენტრში ინტერვენციულ კარდიოლოგიასა და გულ-სისხლძარღვთა ქირურგიაში უახლესი მეთოდების დანერგვა
  • ელექტრონული ჯანმრთელობის და ტელემედიცინის თანამედროვე მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა
  • ახალი სერვისების დანერგვა-განვითარება: ელექტროფიზიოლოგია, არითმოლოგია,  ინტერვენციული ანგიოლოგია
  • სამედიცინო მომსახურეობის ევროპული სტანდარტების დანერგვა
  • სამედიცინო მომსახურეობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა
  • ფრაიბურგის უნივერსიტეტისა და ბად-კროცინგენის გულის ცენტრის ბაზაზე ქართველი ექიმების დახელოვნება.