ენდოკრინოლოგია
 აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ამბულატორიულ დეპარტამენტში პაციენტებს შეუძლიათ მიმართონ მაღალკვალიფიციურ ენდოკრინოლოგს ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა).
ადგილზე ხდება შემდეგი ენდოკრინული დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:
- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები
 - სიმსუქნე
 - ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპოთირეოზი, თირეოტოქსიკოზი, კვანძოვანი ჩიყვი)
 - ენდოკრინული დაავადებებით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზია
 - ქალის სასქესო სფეროს დარღვევები (ჭარბთმიანობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები)
 - თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები (კუშინგის სინდრომი, ფეოქრომოციტომა)
 - ოსტეოპოროზი
 
ასევე გთავაზობთ:
- კარდიომეტაბოლური რისკების დიაგნოსტიკას, პრევენციას და მკურნალობას;
 - შაქრიანი დიაბეტის და მისი გართულებების დიაგნოსტიკას და მკურნალობას;
 - ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ჭარბი წონისა და სიმსუქნის მკურნალობას;
 - ინდივიდუალური დიეტების შედგენას;
 - კალორაჟის გამოთვლას;
 - ჯანსაღი კვების პრინციპების სწავლებას.
 
ჩვენს სპეციალისტებს გააჩნიათ განსაკუთრებული კვალიფიკაცია იმ პაციენტთა მკურნალობაში, რომელთაც წარსულში ჰქონდათ ან აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება (მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონარული სტენტირება, შუნტირება, მოციმციმე არითმია). პაციენტებს უტარდებათ როგორც ჰორმონული, ისე ინსტრუმენტული კვლევები. მკურნალობა ინიშნება ევროპის და ამერიკის ენდოკრინული ასოციაციების უახლეს რეკომენდაციებზე დაყრდნობით.
  მედეა ამაშუკელი - ენდოკრინოლოგი




