დიაგნოსტიკა

ფუნქციური და ენდოსკოპიური დიაგნოსტიკის განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. აქ პაციენტებს გამოკვლევებს უტარებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.


განყოფილებაში ტარდება:

  • ამბულატორული ეკგ,
  • 24 საათიანი ეკგ მონიტორირება,
  • 24 საათიანი არტერიული წნევის მონიტორირება,
  • მხარ-გოჯის ინდექსის განსაზღვრა,
  • ეკგ სტრეს-ტესტი ველორგომეტრიით,
  • ეკგ სტრეს-ტესტი ტრედმილით,
  • გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა,
  • ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია,
  • კოლონოფიბროსკოპია
  • ბრონქოსკოპია 

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრებით.  თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატების მეშვეობით პაციენტებს უტარდებათ:

  • გულის და მაგისტრალური სისხლძარღვების  ულტრაბგერითი გამოკვლევა (M-mode,  2D, Collor Doppler),
  • ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფია;
  • დობუტამინით  ექოკარდიოგრაფიული სტრეს-ტესტი;
  • პერიფერიული სისხლძარღვების ( საძილე, თირკმლების, ქვედა და ზედა კიდურების და სხვ) დუპლექს სკანირება; 
  • შინაგანი ორგანოების  ( ფარისებრი ჯირკვალი,  ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, პანკრეასი, თირკმელები, ელენთა,  შარდის ბუშტი, პროსტატის ჯირკვლი, საშვილოსნო და მისი დანამატები,  და სხვ.) ულტრაბგერითი გამოკვლევა.

 რენტგენოდიაგნოსტიკის განყოფილებაში თანამედროვე ციფრული რენტგენ-დანადგარების გამოყენებით ტარდება: 

  • გულმკერდის ორგანოების რენტგენოსკოპია,
  •   გულმკერდის მიმოხილვითი რენტგენოგრაფია,
  • გულმკერდის ორგანოების რენტგენოტომოგრაფია,
  • მუცლის ღრუს რენტგენოსკოპია,
  • მუცლის ღრუს  მიმოხილვითი რენტგენოგრაფია,
  • გულმკერდის და მუცლის ღრუების ორგანოების რენტგენოტომოგრაფია (საყლაპავი, კუჭი, ნაწლავები),
  • ხერხემლისა და პერიფერიული ძვლოვანი სისტემის რენტგენოგრაფია.
  • მიმოხილვითი უროგრაფია.