თქვენი შენიშვნები

აკად. გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის მისაღებში არსებულ "შენიშვნების ყუთის" საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ შენიშვნები და გამოხატოთ შთაბეჭდილებები. სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ცენტრის ადმინისტრაცია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, და აქ თქვენს ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

"ჩვენი პრიორიტეტი პაციენტის მიმართ მაქსიმალური გულისხმიერებაა. ცენტრში დაიდგა ყუთი. სადაც პაციენტები წერილობით გამოთქვამენ შენიშვნებს და მოსაზრებებს (მაგ. რიგების მოწესრიგების, კმაყოფილების შესახებ) მიღებული სამედიცინო მომსახურების შესახებ. პაციენტის კონფიდენციალობა დაცულია. ცენტრის ხარისხის სამსახურის მიერ პერიოდულად ხდება გამოთქმულ შენიშვნებზე რეაგირება. ყოველივე აღნიშნული ხელს შეუწყობს სამედიცინო მოსახურების ხარისხის ამაღლებას."
თენგიზ ვერულავა
აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი


ასევე თქვენი მოსაზრებები, შენიშვნები და შთაბეჭდილებები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე:
iraklikalandia9@gmail.com


მსჯავრდებულის მიმართვა ექიმ ნიკა ქურიძეს და ჩაფიძის კლინიკის მთელ კოლექტივს. <3 20.12.2016

 

     შენიშვნების ყუთში ძალიან ემოციური წერილი ვიპოვეთ, რომელიც ჩვენს ერთ-ერთ პაციენტს ეკუთვნის. მან სპეციალურად ყუთთან განთავსებულ კითხვარის შევსებასთან ერთად, თაბახის ფურცელზე ძალიან გულისხმიერი წერილი დაგვიტოვა, რომელსაც ჩვენ უყურადღებოდ არ დავტოვებთ. blush
     წერილის ადრესატია ქალბატონი გულიკო ჩაფიძე.

    "მეოთხედ მოვხვდი თქვენს საავადმყოფოში. ვიწექი სხვაგანაც. ვიცი კარგი საავადმყოფო, კარგი ექიმი და მომსახურება.
     თქვენთან 31-ში (იგულისხმება 2016 წ. 31 ოქტომბერი chapidze.ge) დილით შემოვედი. ძალიან ცუდად ვიყავი. რეანიმაციაში მიმიღო ექიმმა ტატო ჯახიამ თავისი ექიმებით და ექთნებით.
     ექიმმა გამიღიმა, მომეფერა და მითხრა: ნუ გეშინია ბებო, ყველაფერს გავაკეთებთ, ორ სამ-დღეში ფეხზე დაგაყენებთო.
     საღამომდე თავს დამტრიალებდნენ და ცოტა შვება იქვე ვიგრძენი.

                                                                                                                                          ტატო ჯახია
 
     პალატის ექიმად კიდევ მარიამ ლომიძე თავისი ექთნებით, თეონა ნათაძე და ია გამხვეტელაშვილი დამხვდნენ. თავზე დამადგნენ, გამოკვლევები, ანალიზები, მკურნალობა მოფერებით, მოთმინებით ფეხზე დამაყენეს,
     პირველი დიდი მადლობა რა თქმა უნდა ტატო ექიმს და ყველას, ვინც იმ დღეს დილიდან საღამომდე რეანიმაციაში მიპატრონა.
     დიდი მადლობა მარი ლომიძეს და მის ყოჩაღ ექთნებს, მადლობა თქვენც, (იგ. გულიკო ჩაფიძე chapidze.ge) მადლობა ასეთი საავადმყოფოსთვის და ასეთი მედპერსონალისათვის.
                                                           
                                                                                                                                            მარიამ ლომიძე

     გთხოვთ, ეს ჩემი მადლიერების გამომხატველი მადლობა მიიღოთ.
     თქვენ ამჯერად ბევრად უფრო გულისხმიერი და მცოდნე ექიმები და ძალიან ყოჩაღი, დაუზარელი ექთნები გყავთ.
     ალბათ, სიკვდილამდე თქვენი პაციენტი ვიქნები.
                                                                                         
             
                                                                                                                                  4 ნოემბერი, 2016 წ.
                                                                                                                                  ნ. ბუძიშვილი(78.წ)
                                                                                                                                  პედაგოგი 50 წლის სტაჟით.