საექთნო განათლება
ჩაფიძის გულის ცენტრის საექთნო სამსახურს მომზადებული აქვს უწყვეტი პროფესიული განათლების შემდეგი კურსები:
- ინფექციის კონტროლის საფუძვლები ექთნებისთვის
- საექთნო ფარმაკოლოგია- დოზირება, კალკულაცია
- ექთან-მენეჯერების კომპეტენციის ამაღლების კურსი
- ბებიაქალთა ექთნებად გადამზადების სასწავლო კურსი
- ექთან-ტრენერების მომზადების კურსი
- ინფუზიური თერაპია
- გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
2014 წელს ჩატარდა უწყვეტი პროფესიული განათლების შემდეგი სერტიფიცირებული და არასერტიფიცირებული კურსები
თარიღი | თემა | მსმენელები | რაოდენობა |
07.06-20.07.2014 | ექთან-ტრენერების მომზადების სასწავლო კურსი | ექთნები | 26 |
24.05-01.06. 2014 | ექთან-მენეჯერთა კომპეტენციის ამაღლების სასწავლო კურსი | ექთნები | 16 (ჩაფიძის ცენტრი) + 26 (სხვა დაწ.) |
25.05 - 19.07.2014 | პრაქტიკის ექთნად გადამზადების სასწავლო კურსი | ექთნები | 14 |
07.03 - 27.04.2014 | პრაქტიკის ექთნად გადამზადების სასწავლო კურსი | ბებიაქალები | 15 |
01.02-02.02.2014 | სამედიცინო პერსონალისა და პაციენტის ურთიერთობის სამართლებრივი და ეთიკური საფუძვლები | ექთნები | 18 |
25.01-26.01.2014 | სამედიცინო პერსონალისა და პაციენტის ურთიერთობის სამართლებრივი და ეთიკური საფუძვლები | ექთნები | 12 |
29.01-31.01.2014 | ავადმყოფის მოვლის პრაქტიკული უნარ-ჩვევები | ექთნები | 20 |
22.01-24.01.2014 | ავადმყოფის მოვლის პრაქტიკული უნარ-ჩვევები | ექთნები | 17 |
თვე, წელი | თემატიკა | მსმენელები |
სექტემბერი, 2014 | გადაუდებელი დახმარების კურსი | 12 |
ივნისი, 2014 | ინფექციების კონტროლი | 18 |
აპრილი, 2014 | ელექტროკარდიოგრამის განხილვა | 12 |
მარტი, 2014 | გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები | 21 |
იანვარი, 2014 | ავადმყოფის მოვლის საფუძვლები (საქველმოქმედო ორგანიზაცია "კარიტასთან" ერთად) | 12 |
თარიღი | ადგილი | თემატიკა | მსმენელები |
18-19.10.2014 | თელავი | გავრცელებული კარდიოლოგიური დაავადებები და მათი საექთნო მოვლა | 38 |
27-28.07.2014 | ბათუმი | გავრცელებული კარდიოლოგიური დაავადებები და მათი საექთნო მოვლა | 42 |
კურსის საჩვენებელი აღწერილობა - „ბებიაქალთა პრაქტიკოს ექთნებად გადამზადების სასწავლო კურსი“
კურსის მიზანი:
ექთნის თანაშემწეების პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლება;
შეასწავლოს მსმენელებს ავადმყოფის მოვლის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, პაციენტზე დაკვირვება, გადაუდებელი დახმარება. სხვადასხვა საექთნო მანიპულაციების, პრევენციული და ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება სამედიცინო პრობლემისა და პაციენტის ინდივიდუალობის გათვალისწინებით.
ამოცანები:
- პაციენტის სწორი და უსაფრთხო ტრანსპორტირება;
- პაციენტის ჰიგიენა;
- საწოლის თეთრეულის და პაციენტის სამოსის გამოცვლა;
- გადაუდებელი დახმარება;
- სხვადასხვა ინვაზიური მანიპულაციები;
- საექთნო პროტოკოლების განხილვა
სწავლების მეთოდოლოგია:
ლექცია, სიტუაციური ამოცანები, ინტერაქტივი, პრაქტიკული საქმიანობა, გამოკითხვების წარმოება, ტესტირებული გამოცდა.
კურსის აღწერილობა:
პროგრამა და შემუშავებულია და ეფუძნება, ერთის მხრივ, გერმანიაში აღიარებულ სტანდარტულ საექთნო სასწავლო პროგრამას, ხოლო, მეორეს მხრივ, ადაპტირებულია საქართველოში არსებული სტანდარტის მიხედვით, და სამედიცინო სფეროში ექთნის პროფესიასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით.
მეცადინეობები მოიცავს როგორც თეორიული მასალის პრეზენტაციებს, ასევე ინფორმაციის ერთობლივი შეგროვების ფორმასა და საკითხთან დაკავშირებულ დისკუსიებს. პრაქტიკული საქმიანობის დემონსტრირებას. ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული მეცადინეობების დროს კინესთეტიკის ელემენტების გამოყენება თავდაცვის ცოდნის ასამაღლებლად და პაციენტის სწორი და უსაფრთხო ტრანსპორტირებისათვის.
შეფასების სისტემა:
მაქსიმალური შეფასება – 100 ქულა.
- პრაქტიკული საქმიანობა – მაქს. 70 ქულა
- ტესტირებული გამოცდა - მაქს. 30 ქულა
სწავლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში (60% და მეტი) გაიცემა სერთიფიკატი.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში შეფასდება და საჭიროების შემთხვევაში ექთანს საშუალება ექნება აითვისოს შემდეგი აუცილებელი საექთნო მანიპულაციების, გასინჯვისა და დიაგნოსტიკის ჩვევები
- ავადმყოფის სანიტარული დამუშავება
- საწოლის მომზადება
- საწოლისა და სამოსი თეთრეულის შეცვლა
- ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება საწოლში
- პაციენტის ჰიგიენური დამუშავება
- ნაწოლების პროფილაქტიკა
- პაციენტის გადაყვანა და ტრანსპორტირება
- სადეზინფექციო ხსნარების დამზადება
- ავადმყოფის მოვლის საგნების დეზინფექცია
- ინსტრუმენტების წინასასტერილიზაციო დამუშავება
- შესახვევი მასალის, ტანსაცმლის, თეთრეულის განლაგება ბიქსებში
- ხელების ჰიგიენა
- პაციენტის კვება
- პაციენტის კვება ნაზოგასტრალური ზონდიდან
- პაციენტის კვება გასტროსტომიდან
- სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი
- დიურეზის განსაზღვრა
- ოქსიგენოთერაპია
- ყველა სახის ოყნის გაკეთება
- შარდის ბუშტის კათეტერიზაცია
- ყველა სახის ინექციები
- ეკგ–ს გადაღება
- პაციენტის მომზადება დიაგნოსტიკური კვლევებისათვის
- გადაუდებელი დახმარება
- გლუკომეტრების გამოყენება
- სამკურნალო საშუალებების აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება
2014 წლის 2 მაისს 15 საათზე ცენტრის საკონფერეციო დარბაზში ჩატარდა ლექცია თემაზე: „ნაზოგასტრალური ზონდირება“
ტრენერი: მანანა მაჩიტიძე