ნაძალადევის რ-ნში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ნაძალადევის რ-ნში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ნაძალადევის რ-ნში, ნევროლოგიის ინსტიტუტთან არსებულ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

საქველმოქმედო აქცია, რომელიც სამედიცინო გასინჯვებს სრულიად უფასოდ გულისხმობს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ იყო ორგანიზებული და მასში "აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრთან" ერთად, "ახალი მზერა" და "კანისა და ვენეროლოგიურ სნეულებათა ინსტიტუტი" იღებდა მონაწილეობას.

სამედიცინო გასინჯვები იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ სახლში ჩატარდა.

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგების, ირინა ჩიქობავას და ბონდო მაკარაძის მიერ გაისინჯა 30-მდე ადამიანი. მათი დანიშნულების შესაბამისად, პაციენტებზე გაიცა მკურნალობისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

 
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი ყოველთვის მზად არის მონაწილეობა მიიღოს მსგავს საქველმოქმედო აქციებში.

დაგვიმეგობრდით