კიდევ ერთი შაბათი დღე - ვეტერანებისთვის!

კიდევ ერთი შაბათი დღე - ვეტერანებისთვის!

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში საქველმოქმედო აქციები სულ უფრო და უფრო ხშირი ხდება

კიდევ ერთი შაბათი - ვეტერანებისთვის!


 
თბილისში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ. კარდიოლოგიის ცენტრისა და ვეტერანების საქმეთა სამსახურს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, მომსახურეობა უწყების 200-მდე ბენეფიციარს გაეწია.



კარდიოლოგიის ცენტრში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურეობით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, წინა შაბათს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში იგივე პროფილის სამედიცინო მოსმახურება 160 ქალბატონს სრულიად უფასოდ გაეწია.

დაგვიმეგობრდით