ჩაფიძის გულის ცენტრში მომზადებული კვლევა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში

ჩაფიძის გულის ცენტრში მომზადებული კვლევა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში "Georgian Medical News" (ჟურნალი რეგისტრირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო ბაზაში) გამოქვეყნდა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში მომზადებული ნაშრომი "The Role of Non-Profit Organizations in Healthcare System: World Practice and Georgia" (არამომგებიანი საავადმყოფოების როლი ჯანდაცვის სისტემაში: მსოფლიო გამოცდილება და საქართველო).


სტატიის ავტორები არიან - რევაზ ჯორბენაძე, თენგიზ ვერულავა, ბექა დანგაძე


ბევრ განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაში სამედიცინო ორგანიზაციების მესაკუთრეობის რამდენიმე ფორმა არსებობს: არაკომერციული, მომგებიანი, სახელმწიფო, სახელმწიფო-კერძო პარტნიორული. ასეთი მრავალფეროვნება ძირითადად სამედიცინო ბაზრის თავისებურებებითაა განპირობებული. აღნიშნულისგან განსხვავებით, საქართველოში უმთავრესად სამედიცინო დაწესებულებების მესაკუთრეობის მხოლოდ ორი ფორმაა განვითარებული: კერძო მომგებიანი და სახელმწიფო.


  

სტატიის მიზანია გავარკვიოთ თუ რატომ წარმოიშვა თანამედროვე მსოფლიოში სამედიცინო ორგანიზაციების მესაკუთრეობის მრავალი ფორმა; ამ ფორმათაგან რომელია უპირატესად განვითარებული და რით არის ეს გამოწვეული; რამ განაპირობა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მესაკუთრეობის მხოლოდ ორი ფორმის არსებობა და რა არის მისი უარყოფითი მხარეები, რამდენად სასურველი გარემოა შექმნილი საქართველოში არამომგებიანი საავადმყოფოების განვითარებისთვის; არსებობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობაში რაიმე მასტიმულირებელი მუხლები მსგავსი ინსტიტუტების განვითარებისთვის; რა საკანონმდებლო ბარიერები არსებობს, რაც ხელს უშლის არამომგებიანი საქმიანობის განვითარებას; რამდენად სასურველია და რა დადებით შედეგს მოიტანს საზოგადოებისთვის მათი განვითარება ქართულ ბაზარზე; რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად.


სტატიის ელექტრონული მისამართია:

https://www.researchgate.net/publication/323317998_The_Role_of_Non-Profit_Organizations_in_Health_care_System_World_Practice_and_Georgia

აბსტრაქტი Pub Med-ზე https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29461249

დაგვიმეგობრდით