FATE კურსი საქართველოში

FATE კურსი საქართველოში

საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლის ორგანიზებით, 2018 წლის 10 მარტს თბილისში, აკად. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში  ჩატარდა FATE (Focus Assessed Transthoracic Echocardiography) "ფოკუსირებული/მიზანმიმართული ტრანსთორაკალური ექოსკოპიის  საბაზისო კურსის ტრენინგი". 


ტრენინგი ჩაატარა ამ კურსის შემქმნელმა არჰუსის საუნივერსიტეტო კლინიკის (დანია) ანესთეზიოლოგიასა  და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ექიმმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა  ერიკ სლოტმა. აღნიშნული კურსი განკუთვნილი იყო  ანესთეზიოლოგების, ინტენსივისტების, გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტების, ქირურგების და ყველა იმ ექიმისთვის, რომლებსაც უწევთ პაციენტის სწრაფი, მიზანმიმართული შეფასება ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიით ექსტრემალური სიტუაციების დროს.


ოცდახუთმა ქართველმა ექიმმა, რომლებმაც გაიარეს აღნიშნული კურსის ელექტრონული სწავლება და სწავლების შემდგომი ტესტირება,  მონაწილეობა მიიღეს 10 მარტის ტრენინგში. ტრენინგის ჩატარებასა და პრაქტიკულ მუშაობაში სწავლების შეფ-ინსტრუქტორს ეხმარებოდა ხუთი ქართველი გამოცდილი რადიოლოგი:


  1. გერმანე ლომთათიძე (აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი)

  2. თეა კავთიაშვილი (აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი)

  3. ცაცა ჩალიგავა (აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი)

  4. გია ნაზღაიძე (აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი)

  5. პირიმზე გოგოლაძე (თბილისი, მედსი კლინიკა)



 
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ  Basic FATE საერთაშორისო სერტიფიკატები.

საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლა უღრმეს მადლობას უხდის აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს უანგარო მხარდაჭერისთვის. 

 
 




დაგვიმეგობრდით