სასერთიფიკატო კურსზე

სასერთიფიკატო კურსზე "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" რეგისტრაცია გრძელდება

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის უწყვეტი განათლების სკოლა აცხადებს მიღებას კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამაზე:

ჯანდაცვის პოლოტიკა და მენეჯმენტი


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 9 მარტის N1 სხდომის გადაწყვეტილებით აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამას "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" მიენიჭა აკრედიტაცია (რს-543).

კურსი განკუთვნილია ჯანდაცვით ორგანიზაციებში (ამბულატორია, საავადმყოფო, სტომატოლოგიური კლინიკა და ა.შ.) ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის: კლინიკური მენეჯერი, განყოფილების ხელმძღვანელი და სხვა.

წაკითხული და განხილული იქნება საკითხები:

  • ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის სისტემის მიზნები და ფუნქციები;
  • ჯანდაცვის დაფინანსება, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდები;
  • სამედიცინო მომსახურების ორგანიზაცია, პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, შინმოვლის სერვისები, პალიატიური ზრუნვა.
  • ჯანდაცვის მენეჯმენტი - ძირითადი პრინციპები;
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • ჯანდაცვითი სახელმწიფო პროგრამების მართვა;
  • ჯანდაცვის ეკონომიკა, სამედიცინო ბაზრის თავისებურებები,
  • ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევა;
  • ჯანდაცვის მარკეტინგი;
  • საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი;
  • საექთნო საქმე;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი - ინდიკატორები და გაზომვის მეთოდები.
  • კლინიკური აუდიტის სქემა, სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული შემთხვევების მართვა, რისკის მენეჯმენტი,
  • ეპიდზედამხედველობა. ნოზოკომიური ინფექციების კონტროლი. ნარჩენების მართვა. 
  • ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და მართვა;
  • ქეისების განხილვა;
  • ინდივიდუალური პროექტის მომზადება.

სწავლების მეთოდები

ლექციები, სემინარები, ჯგუფური სამუშაოები, დისკუსია, სიტუაციური ამოცანების განხილვა, კრიტიკული ანალიზი, პროექტზე მუშაობა, პრეზენტაციები.

შეფასების კრიტერიუმები: დასწრება, ჯგუფური მუშაობა, დავალებები, წერითი გამოკითხვა, ინდივიდუალური პროექტის მომზადება.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

  • ჯანდაცვაში არსებული მოთხოვნებისა და პრობლემების პროფესიონალურ დონეზე გააზრებას;
  • სწორი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას პრობლემების კვლევის საფუძველზე;
  • პაციენტზე ორიენტირებული ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების შესაძლებლობების შექმნას.

მოწვეული ლექტორები

  • თენგიზ ვერულავა, MD, PhD - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის და დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი;
  • ოთარ ვასაძე, MD, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური კლინიკის HR;
  • კახაბერ ჯაყელი, PhD - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ხათუნა ყიფიანი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის სააფთიაქო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • ზურა ნიპარიშვილი - სამედიცინო სამართლის ასოციაციის პრეზიდენტი;
  • ქეთევან გარსევანიშვილი - საქართველოს  საექთნო ასოციაციის პრეზიდენტი.

კურსი მოიცავს 50 საკონტაქტო საათს. სალექციო დღეები: შაბათი, კვირა, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. მსმენელებს ეძლევათ სასწავლო მასალები.

კურსი დაიწყება 2018 წლის 21 აპრილს და დასრულდება 2018 წლის 6 მაისს.

მეცადინეობები ჩატარდება შაბათ-კვირას.

მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ვებ-გვერდზე 2018 წლის 20 აპრილის ჩათვლით.

კურსის ღირებულებაა 500 ლარი. გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით და შესაძლებელია განხორციელდეს ორ ეტაპად. კერძოდ, სწავლის დაწყებამდე 250 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი (250 ლარი) - სწავლის დასრულებამდე არაუგვიანეს ერთი კვირის/5 სამუშაო დღის განმავლობაში.

კორპორატიული მსმენელებისთვის (ერთი დაწესებულებიდან 2 და მეტი მსმენელი) კურსის ღირებულება მსმენელზე შეადგენს 450 ლარს და დგება გადახდის სპეციალური პირობები.

საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი

ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში: GE32TB7792936020100002
მიმღების სახელი: შპს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი

სასერთიფიკატო კურსზე რეგისტრაცია ხდება ვებ-გვერდზე http://chapidzecenter.ge/aboutus/269--.html.


სარეგისტრაციო გადასახადის (250 ლარი) გადარიცხვის საბუთი იტვირთება სარეგისტრაციო ფორმაში (შედის კურსის ერთიან ფასში).

საკონტაქტო პირი: თემგიზ ვერულავა: Tengiz.verulava@gmail.com

დაგვიმეგობრდით