"პროფესიონალიზმი და გულისხმიერება თქვენი სავიზიტო ბარათია"

"2018 წლის 13 მარტს, გულის მწვავე უკმარისობით მომათავსეს "აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში’’, ხოლო 15 მარტს ჩამიტარდა კორონარული შუნტირება, რომლის ოპერატორიც გახლდათ კარდიოქირურგი ბ-ნი კახაბერ ლაცუზბაია. ამ წერილის მეშვეობით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კახას თავისი პროფესიონალიზმისთვის და საქმის ერთგულებისთვის. იმ სიყვარულისთვის და თავდადებისთვის, რომელსაც ასე აქტიურად იჩენს პაციენტების მიმართ. ჩემი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ძალიან ბევრ ექიმთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთან მქონია ურთიერთობა. წარსულის მწარე გამოცდილებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც სკეპტიციზმით ვიყავი განმსჭვალული და არ მქონდა მაღალი პროფესიონალიზმის და გულისხმიერების იმედი, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ კახას უბადლო პროფესიონალიზმმა და ერთგულებამ დაღი დაასვა ამ უკანასკნელს და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი მისი გულისხმიერებით და თავისი საქმის სიყვარულით. პოსტოპერაციული პერიოდის იმ მძიმე წუთებშიც კი ყოველწუთიერად ვგრძნობდი მის ყურადღებას და სიყვარულს, მის მზრუნველობას და თბილ დამოკიდებულებას. ჩემი ოპერაციის დღიდან უკვე თვეზე მეტია გასული და იგი დღემდე ინტერესდება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით და იჩენს დიდ ყურადღებას. ნამდვილად საამაყოა, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობენ კახასნაირი პიროვნებები. ასევე მადლობას ვუხდი კლინიკის ქირურგიის სტაციონარის ხელმძღვანელს ბ-ონ კახაბერ ბერიას და ჩემი პალატის ექიმს ქ-ონ დარეჯან ქუთათელაძეს გაწეული დახმარებისთვის. მადლობა კლინიკის რეანიმაციული განყოფილებისა და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლებს. 

და ბოლოს, ისევ და ისევ, განსაკუთრებული მადლობა ჩემს კარდიოქირურგს - კახაბერ ლაცუზბაიას მაღალი პროფესიონალიზმისთვისა და გულისმიერებისთვის, ეს თქვენი სავიზიტო ბარათია!"


პატივისცემით და დიდი სიყვარულით,

მართა იმეშაშვილი, 54 წლის. 

22.04.2018.

დაგვიმეგობრდით