ჩაფიძის გულის ცენტრში მომზადებული სამეცნიერო ნაშრომები ავტორიტეტულ სამეცნიერო ბაზაში SCOPUS

ჩაფიძის გულის ცენტრში მომზადებული სამეცნიერო ნაშრომები ავტორიტეტულ სამეცნიერო ბაზაში SCOPUS

თანამედროვე სამეცნიერო სამყაროში მეცნიერების ხარისხის და კონკრეტული მეცნიერის მიღწევების შეფასების რამოდენიმე კრიტერიუმი არსებობს. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მეცნიერის ნაშრომების გამოქვეყნება სამეცნიერო ჟურნალებში, რომლებიც რეგისტრირებულია მსოფლიოს უდიდეს სამეცნიერო ბაზებში.

ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული სამეცნიერო ბაზად აღიარებულია SCOPUS. ის, როგორც უნივერსალური ბიბლიოგრაფიულ მონაცემთა ბაზა, მოიცავს მილიონობით სამეცნიერო სტატიას, რეცენზირებად ჟურნალებს, პერიოდულ გამოცემებს. ბაზაში დაცული ნაშრომები გამოირჩევა თემატური მრავალფეროვნებით. (სამეცნიერო, სამედიცინო, ჰუმანიტარული, სოციალური, ტექნიკური და ა.შ). Scopus მოიცავს 54 მილიონ ჩანაწერს 1823 წლიდან დღემდე. ჩანაწერთა 84% დათარიღებულია 1996 წლიდან. Scopus შეიცავს 27 თემატურ რუბრიკასა და 308 ქვერუბრიკას. თემატურად ისინი ნაწილდება შემდეგნაირად: ფიზიკური მეცნიერებები - 32%, სამედიცინო - 31%, მეცნიერებები სიცოცხლის შესახებ - 20%, სოციოჰუმანიტარული მეცნიერებები - 17%.

სამეცნიერო ბაზაში SCOPUS ასახულია აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში მომზადებული 17 ნაშრომი.

პრესტიჟულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში ნაშრომების გამოქვეყნება ხელს უწყობს ცენტრის ცნობადობის ზრდას მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში.

აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე იზრდება SCOPUS-ის ბაზაში რეგისტრირებულ ჟურნალებში ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მეცნიერთა ნაშრომების გამოქვეყნების დინამიკა. შედარებისათვის, 2009 წლიდან 2017 წლის ჩათვლით წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების რაოდენობა 1-დან 4-მდე გაიზარდა, ხოლო 2018 წელს მხოლოდ პირველი 4 თვის პერიოდში 5 ნაშრომი გამოქვეყნდა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2018 წელს რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული რამოდენიმე ნაშრომი ჯერ კიდევ არ არის ასახული SCOPUS-ის სამეცნიერო ბაზაში.

გამოქვეყნებული ნაშრომების ჩამონათვალი და ლინკების მისამართები:

დაგვიმეგობრდით