რეგიონებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მესტიის საავადმყოფოსთან მემორანდუმი გაფორმდა

რეგიონებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მესტიის საავადმყოფოსთან მემორანდუმი გაფორმდა

2018 წლის 31 ოქტომბერს, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის და მესტიის "პოლიკლინიკას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც "პოლიკლინიკაში" მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და კარდიოლოგიური პროფილის პაციენტთათვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. 

მემორანდუმის ითვალისწინებს:
  • "პოლიკლინიკის" კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებზე კოორდინირებულ მუშაობას ცენტრის სამედიცინო პერსონალის ხელმძღვანელობით
  • "პოლიკლინიკის" პერსონალის გადამზადებას ცენტრში, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (საჭიროებისამებრ, სხვადასხვა ტრენინგების უზრუნველყოფას)
  • "პოლიკლინიკის" მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისა და შეფასებისთვის, ცენტრის მხრიდან პერიოდულ მორიტორინგს
საქართველოს რეგიონებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ცენტრი მომავალში კვლავაც გააგრძელებს მუშაობას.


დაგვიმეგობრდით