რა უნდა ვიცოდეთ მაღალი წნევის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ მაღალი წნევის შესახებ

მაღალი წნევა ძალიან ხშირია და საქართველოში ყოველ მესამე მოზრდილს აღენიშნება. ძალიან ხშირად იგი სიმპტომებს არ იწვევს და ბევრმა ადამიანმა არც კი იცის წნევის მომატების შესახებ. მაღალი წნევის ალბათობა წლების მატებასთან ერთად იზრდება. თუ მაღალი წნევა გაქვთ, მაშინ გულს სხეულში სისხლის გადასასროლად უფრო მძიმე შრომა უწევს. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენ შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადების, მაგალითად ინფარქტის (როცა გულისთვის სისხლის მიწოდება ირღვევა) ან ინსულტის (როცა თავის ტვინში სისხლის მიწოდება ირღვევა) საფრთხე გემუქრებოდეთ. ასევე მატულობს თირკმლისა და თვალების დაზიანების ალბათობა. რაც უფრო მაღალია თქვენი წნევა, მით უფრო მაღალია რისკი. მაღალი წნევის მქონეთა შორის ერექციული დისფუნქციაც 2,5-ჯერ ხშირად გვხვდება. 


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველი ხუთი ზრდასრული ადამიანიდან ორს მაღალი წნევა აქვს. ეს მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონ ადამიანზე მეტია. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად 9.4 მილიონი სიკვდილი (გლობალური სიკვდილობის 16.5%) მომატებულ წნევას უკავშირდება.


როდის გვაქვს საქმე არტერიულ ჰიპერტენზიასთან?

თუ არტერიული წნევის (აწ) მატება (≥140/90 mmHg) რამდენჯერმე დაფიქსირდა, შეიძლება ვივარაუდოთ რომ საქმე გვაქვს არტერიულ ჰიპერტენზიასთან (აჰ). ერთჯერადად დაფიქსირებული არტერიული წნევის მომატება, ფიზიკური ან ემოციური დატვირთვის ფონზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს არტერიული ჰიპერტენზიის არსებობას.  აჰ ქრონიკული დაავადებაა და საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო მეთვალყურეობასა და სისტემატურ მკურნალობას, რომელიც ექიმმა უნდა დანიშნოს. მისი სიმპტომებია: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, თავბრუსხვევა, უძილობა, გულის ფრიალი, თავის ტკივილი (განსაკუთრებით კეფის არეში), ზოგჯერ სისხლდენა ცხვირიდან. მაღალი არტერიული წნევა უარყოფითად მოქმედებს გულზე, თავის ტვინზე, თირკმელებზე და სხვა ორგანოებზე. აჰ არის ერთ-ერთი მთავარი (თუმცა არა ერთადერთი) რისკის-ფაქტორი მიოკარდიუმის ინფარქტის; ინსულტის; გულისა და თირკმელების უკმარისობის განვითარებაში. აწ დაყვანილ უნდა იქნას იმ ციფრებამდე, რომლებიც უზრუნველყოფს გართულებების განვითარების მინამალურ რისკს. ეს ციფრები შეადგენს: 130-139 mmHg  (ზედა) წნევისთვის და 80-85 mmHg  დიასტოლური (ქვედა) წნევისთვის.

არტერიული წნევის უფრო ზუსტი შეფასებისთვის არსებობს არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორირების აპარატი, რომელიც აანალიზებს არა მხოლოდ წნევის მომატების ხარისხს, არამედ მის ცვალებოდაბას დღისა და ღამის (ძილის დროს) განმავლობაში. არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორირების აპარატი არის BTL-ის ფირმის, რომლითაც შესაძლებელია ამბულატორიულად (წაიღოთ თან) 24-48-საათიანი არტერიული წნევის მონიტორირება.

აღნიშნული მეთოდი გამოიყენება:

  • მაღალი წნევის დამწევი მედიკამენტის ჯგუფის შერჩევის მიზნით;
  • მედიკამენტის დოზის შერჩევის მიზნით;
  • მედიკამენტის მიღების დროის შერჩევის მიზნით;
  • დანიშნული მედიკამენტის ეფექტურობის შესაფასებლად;
  • დანიშნული მედიკამენტის ნაკლებეფექტურობის დასადგენად.
აპარტ ABPM BTL-ის მონაცემები დამტკიცებულია საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტებით: ინგლისის ჰიპერტენზიის საზოგადოების (BHS)ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოების პროტოკოლის (ESH), სამედიცინო აპარატურის განვითარების ასოციაციის (AAMI) მიერ.

აპარატი არის პორტატული, მსუბუქი და კომფორტული. მონიტორირების პერიოდში პაციენტი არც ფიზიკურად და არც ემოციურად შეზღუდული არ არის. აპარატით სარგებლობისთვის და შესაბამისი მკურნალობისთვის შეგიძლიათ მიმართოთ აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს.

ჰიპერტენზიის მართვა უფრო კომპლექსურად ხდება თუ პაციენტი არის:
  • 80 წელზე უფროსი ასაკის;
  • ორსული;
თუ აქვს:
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • კორონარული არტერიების დაავადება;
  • გულის უკმარისობა;
  • პერიფერიული არტერიების დაავადება;
  • ცერებროვასკულური (თავის ტვინის სისხლძარღვების) დაავადება;
  • თირკმლის ქრონიკული დაავადება.





დაგვიმეგობრდით