რა უნდა ვიცოდეთ არითმიების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ არითმიების შესახებ

არითმია (იგივე დისრითმია) წარმოადგენს მდგომარეობას, როცა გულის რითმი დარღვეულია. ის დაავადებათა ჯგუფს განეკუთვნება. გულის ცემა შეიძლება იყოს ძალიან სწრაფი, ან ძალიან ნელი. მაგ: 100-ზე მეტი თუ არის წუთის განმავლობაში - ტაქიკარდიაა, თუ 60-ზე ნაკლები, ბრადიკარდია.
არითმიების მრავალ ფორმას სიმპტომები არ აქვს, თუმცა პაციენტმა შეიძლება ივარაუდოს: 1) საკუთარი გულისცემის შეგრძნებით. 2) გულის ცემას შორის ჩავარდნით, გამოტოვებით, ან პაუზით. 3) გულის ფრიალის შეგრძნებით და რა თქმა უნდა პულსის გაზომვით. 


ზოგადი სიმპტომები: თავბრუსხვევა, სისუსტე, ქოშინი, მკერდის ტკივილი, სინკოპე - გონების დაკარგვა


არითმიების თვითმკურნალობა დაუშვებელია, პულსის აჩქარება შეიძლება სხვადასხვა მიზეზმა განაპირობოს, ამ დროს კი რომელიმე კონკრეტული მედიკამენტის თვითნებურმა მიღებამ შეიძლება გაიცლებით უარესი შედეგი გამოიწვიოს.


არითმიების ნაწილი და არითმიები რთულ ფორმებში შესაძლოა უეცარი სიკვდილის მიზეზი გახდეს. ადამიანის უეცარ სიკვდილს ხშირად სხვადასხვა მიზეზით ხსნიან, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ უმეტეს შემთხვევაში ამას წინ პარკუჭოვანი ტაქიკარდიები უძღვის, რაც გულის გაჩერებას იწვევს. 

ნებისმიერი არითმიის შესახებ ეჭვის ან აღმოჩენის დროს პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს. მიზანშეწონილია სასწრაფო დახმარების გამოძახება, რადგან ასეთ დროს გადაღებულ კარდიოგრამას განსაკუთრებული კლინიკური ღირებულება გააჩნია.

თუ არითმია ხშირად ხდება, არსებობს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც კარდიოგრამას, რამოდენიმე დღე-ღამის განმავლობაში იწერს... მედიცინის ბოლო სიტყვას ამ სფეროში წარმოადგენს აპარატი, რომელსაც შპრიცივით მოწყობილობა მოყვება. ის კანქვეშ ინერგება და 3 დღის განმავლობაში იწერს კარდიოგრამას, რაც საშუალებას იძლევა, პაციენტი გამოკვლევა მოხდეს გონების დაკარგვის მომენტებში და ზუსტად დადგინდეს მიზეზები. იმპლანტანტები ინერგება მაშინ, როცა მედიკამენტური მკურნალობა თავის რესურსს ამოწურავს. 


არსებობს მკაცრი კრიტერიუმები, რომელთა მოშველიებით შეიძლება განისაზღვროს, რომ ესა თუ ის პაციენტი უეცარი სიკვდილის მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება. ისინი ძირითადად, კარდიომიოპათიების მატარებლები ან ინფარქტგადატანილები არიან. რომელთაც მკურნალობის მიუხედავად უნარჩუნდებათ დაბალი განდევნის ფრაქცია.


რას ნიშნავს დაბალი განდევნის ფრაქცია?

ეს არის სისტოლური ფუნქციის დაქვეითება, როცა მარცხენა პარკუჭი სათანადოდ ვერ იკუმშება და შესაბამისად, საჭირო რაოდენობით სისხლს ვერ გადატყორცნის სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში. არსებობს იშვიათი გენეტიკური დაავადებებიც, რომლებიც ამ პრობლემას განაპირობებენ და მათი ამოცნობა შესაძლებელია სხვადასხვა ტესტზე დაყრდნობით. პირველ რიგში, აუცილებელია ასეთი რისკის მქონე პაციენტების განსაზღრა.

სპორტში, განსაკუთრებით ფეხბურთში, ძალზე ხშირად ხდება, როცა თამაშის დროს მოულოდნელად ფეხბურთელი გონებას კარგავს და ეცემა. ექიმები დაუყოვნებლივ მოედანზევე უტარებენ სარეანიმაციო ღონისძიებებს, ელექტროშოკის ჩათვლით. ბელგიის ჩემპიონატში ერთ-ერთი მატჩის დროს, სამედიცინო ჩარევის შემდეგ ფეხბურთელი გონს მოვიდა და თამაშიც გააგრძელა, თუმცა, ამ შემდგომ გაირკვა, რომ აქვს გენეტიკური დაავადება, რის გამოც უეცარი სიკვდილის რისკის ჯგუფს მიეკუთვნება. ასეთ პაციენტებს თანამედროვე მედიცინა სთავაზობს ორგანიზმში სპეციალური აპარატის – იმპლანტირებადი კარდიოერტერ დეფიბრილატორის ჩადგმას, რის შემდეგ ზოგჯერ პაციენტს აქტიური სპორტული ცხოვრების გაგრძელების უფლებასაც კი აძლევენ.

სამწუხაროდ, გონების დაკარვის ყველა შემთხვევა არ მთავრდებოდა ისეთი კარგი შედეგით, როგორიც ბელგიის ჩემპიონატზე დადგა. მაგალითად, 24 წლის უნგრელი ფეხბურთელი, მიკლოს ფეჰერი 2004 წლის 25 იანვარს მატჩის დროს მოულოდნელად უგონოდ დაეცა და გარდაიცვალა (ვიდეო იხ. ბმულზე. https://www.youtube.com/watch?v=LxAUePftJqw სუსტი ნებისყოფის ადამიანებმა თავი შეიკავეთ!) . ასეთი სხვა მრავალი შემთხვევა არსებობს.

პაციენტებმა და არა მარტო, მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ:

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში 2012 წლიდან ფუნქციონირებს რითმოლოგიური დეპარტამენტი, რომელიც არითმიების მედიკამენტური მართვის გარდა ისეთ ინვაზიურ პროცედურებსაც ახორციელებს, როგორებიცაა:
  • მუდმივი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია

  • რითმის ხანგრძლივი მონიტორის - მარყუჟოვანი ჩამწერის (Loop Recorder) 
  • იმპლანტაციაკარდიოვერტერ-დეფიბრილატორის (ICD) იმპლანტაციასამკამერიანი
  • კარდიოსტიმულატორის - რესინქრონიზატორის იმპლანტაცია 
  • (CRT-P)რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის (CRT-D) იმპლანტაცია
  • ტაქიარითმიების კარდიოვერსია (ელექტრული, ფარმაკოლოგიური)
  • ინვაზიური ელექტროფიზიოლოგიური კვლევა
  • არითმიების რადიოსიხშირული აბლაცია (RFA)

დეპარტამენტი თანამშრომლობს დარგის მსოფლიო ლიდერებთან: Medtronic, Biotronik, LivaNova.


დეპარტამენტს ხელმძღვანელობს კარდიოლოგი და რითმოლოგი, ბ-ნი კახაბერ ეცადაშვილი.

დაგვიმეგობრდით