ბენდოპნეა - გულის უკმარისობის ახალი ნიშანი

ბენდოპნეა - გულის უკმარისობის ახალი ნიშანი

ჰაერის უკმარისობა და ქოშინი გულის უკმარისობის ყველაზე ხშირი და ერთ-ერთი კარდინალური სიმპტომია. ის გულის უკმარისობის სადიაგნოზო, ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის, გულის უკმარისობის, ფრემნინგემის და ბოსტონის სადიაგნოზო კრიტერიუმების მნიშვნელოვანი ნიშანია. მიუხედავად მაღალი მგრძნობელობისა ჰაერის უკმარისობა დაბალი სპეციფიკურობით ხასიათება, რადგან ის ხველასთან ერთად სასუნთქი სისტემის ობსტრუქცითა და რესტრიქციით მიმდინარე დაავადებების ყველაზე  ხშირი გამოვლენაა. ამას გარდა ჰაერის უკმარისობა ანემიის დროსაც შეინიშნება, ის შეიძლება ანგინოზური ტკივილის ექვივალენტიც იყოს.

გულის უკმარისობის დროს ჰაერის უკმარისობის რამდენიმე ვარიანტს ვხვდებით. ეს არის ჰაერის უკმარისობა ფიზიკური დატვირთვის დროს, ჰაერის უკმარისობა მოსვენებულ მდგომარეობაში, ორთოპნოე - ჰაერის უკმარისობა რომელიც სხეულის ჰორიზონტულ მდგომარეობაში ვითარდება და იხსნება ან მცირდება ვერტიკალურ პოზიციაში გადასვლის შემდეგ და ღამის ქოშინის პაროქსიზმული შეტევები, რომლებიც ასევე ვერტიკალურ პოზიციაში გადასვლის შემდეგ ქრება. რამდენიმე წლის წინ ჰაერის უკმარისობის ზემოთჩამოთვლილ ვარიანტებს დაემატა კიდევ ერთი - ბენდოპნეა, რომელიც ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის გულის უკმარისობის 2016 წლის გზამკვლევში ფიგურირებს (1). აღნიშნული სიმპტომი და მისი შეფასება ნაკლებად ცნობილია პრაქტიკოსი ექიმების უმრავლესობისათვის.

ბენდოპნეას (ფლექსოპნეას) უწოდებენ ჰაერის უკმარისობას, რომელიც სხეულის წინ დახრის (მაგ. წინდების ჩაცმის, ფეხსაცმლის ზონრების შეკვრის) დროს ვითარდება. ეს გულის უკმარისობის ახლად აღმოჩენილი სიმპტომია და აღწერილი იყო 2014 წელს Thibodou-სა და თანაავტორების მიერ (2). რეკომენდირებულია ანამნეზის შეკრების დროს ამ ნიშანზე ყურადრების გამახვლება სათანადო კითხვების დასმით. შესაძლებელია აგრეთვე კლინიკური კვლევის პროცესში სინჯის ჩატარება ქვემოთ მოყვანილი მეთოდიკით. სკამზე მჯდომარე პაციენტს სთავაზობენ წინ დაიხაროს, თითებით შეეხოს ტერფებს და ამ პოზიციაში 30 წამის განმავლობაში გაჩერდეს. ექიმი აფასებს ჰაერის უკმარისობის განვითარებას და აფიქსირებს დროს დახრის მომენტიდან ქოშინის დაწყებამდე - წამებში. სინჯი ითვლება დადებითად თუ აღწეილ პოზაში პაციენტს უვითარდება ჰაერის უკმარისობა 30 წამზე ნაკლებ დროში. (გულის უკმარისობის მქონე პაციენტებთან ქოშინი საშუალოდ 8-13.4 წამის შემდეგ იწყება).

ბენდოპნეას ზუსტი მექანიზმი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ წინ დახრის დროს ინტრააბდომინური წნევის გაზრდა, აძლიერებს რა სისხლის მიწოდებას ქვემო ღრუ ვენის სისტემიდან გულის მიმართულებით, ზრდის პარკუჭშიდა წნევას, იწვევს ფილტვის სისხლსავსებობს, რაც განაპირობებს ქოშინს. Thibodou-ს მონაცეებით სინჯი დადებითია გულის სისტოლური უკმარისობის (განდევნის ფრაქცია <40%) მქონე პაციენტების 28%-ში. სხვა კვლევებში დადებითი სინჯის სიხშირე უფრო მაღალი (31%-41.2%) იყო (2).

ბენდოპნეას მქონე გულის უკმარისობიან  პაციენტებში ცხოვრების ხარისხი უარესია, ორივე წინაგულის ექოკარდიოგრაფული ზომა, ფილტვის არტერიული წნევა კი უფრო მაღალი არის, ვიდრე ამ ნიშნის არამქონე პაციენტებში. ამას გარდა ბენდოპნეა ასოცირებულია მომატებულ სიკვდილობასთან. გამოვლენილი იყო უკუკორელაქციური კავშირი ერთის მხრივ ქოშინის განვითარებამდე სინჯის ხანგრძლიობასა, და მეორეს მხრივ NYHA ფუნქციურ კლასს და სიკვდილობას შორის (3). საინტერესო შედეგები იყო მიღებული პორტუგალიურ კვლევაში, რომელშიც 633 პაციენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ბენდოპნეა არა მარტო დაბალი არამედ ნორმალური განდევნის ფრაქციის გულის უკმარისობის მქონე პაციენტებშიც გამოავლინა (3).

უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ნიშანი, ექოკარდიოგრაფული კვლევის დროს 2013 წელს აღწერილი იყო Neil Brandon-ისა და Mandeep R Mehra-ს მიერ (4), რომლებმაც პაციერნტის წინ დახრის დროს მარცხენა პარკუჭის ავსების წნევის მომატების ექოკარდიოგრაფული ნიშნები აღმოაჩინეს გულის უკმარისობის მქონე 3 პაციენტში.

ჩინურ კვლევაში (5), რომელშიც შეისწავლეს 192 გულის უკმარისობიანი და დაბალი განდევნის ფრაქციის მქონე პაციენტი, გამოვლიდა NYHA ფუნქციური კლასის, 6 წუთიანი სიარულის ტესტის და მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის დაბალი და ტვინოვანი ნატრიურეზული ფაქტორის სარწმუნოდ მაღალი მაჩვენებლები იმ პირებში, რომლებიც ბენდოპნეას აღნიშნავდენ. აღწერილ ნიშანს არა მარტო დიაგნოსტიკური არამედ გარკვეული პროგნოზული დატვირთვაც აქვს. აღმოჩნდა, რომ ბენდოპნეას მქონე ამბულატორულ პაციენტებში 3 თვიანი ჰოსპიტალიზციის სიხშირე სარწმუნოდ მაღალი იყო ვიდრე ამ ნიშნის არამქონე პაციენტებში (6).

მიხეილ წვერავა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი


ლიტერატურა:

  • 2016 ESC Guidelines for the diagnosis and treatment of acute and chronic heart failure. The Task Force for the diagnosis and treatment of acute and chronic heart failure of the European Society of Cardiology (ESC)Developed with the special contribution of the Heart Failure Association (HFA) of the ESC P. Ponikowski) et al. European Heart Journal (2016) 37, 2129–2200).
  •  Characterization of a Novel Symptom of Advanced Heart Failure: Bendopnea Jennifer T. Thibodeau, Aslan T. Turer, Sarah K. Gualano, Colby R. Ayers, Mariella Velez-Martinez, Joseph D. Mishkin, Parag C. Patel, Pradeep P.A. Mammen, David W.  Markham, Benjamin D. Levine and Mark H. Drazner. JACC: Heart Failure. Vol. 2, Issue 1, February 2014 p.24-31
  • Assessment of bendopnea impact on decompensated heart failure. R. Baeza-Trinidad, J. D. Mosquera-Lozano, L. El Bikri. European Journal of Heart Failure (2017) 19, 111–115
  • "Flexo-dyspnea”: A novel clinical observation in the heart failure syndrome. N. Brandon, MandeepR.M. The Journal of heart and lung transplantation : the official publication of the International Society for Heart Transplantation. Volume 32. Issue 8. Pages 844-5.
  • Clinical value of bendopnea in chronic heart failure patients with reduced left ventricular ejection fraction. Niu F, et al. Zhonghua Xin Xue Guan Bing Za Zhi. 2017
  • Bendopnea and risk of adverse clinical outcomes in ambulatory patients with systolic heart failure. J. T. Thibodeau,x Jennifer T. Thibodeau

Search for articles by this author

B. E. Jennyx

Benjamin E. Jenny

Search for articles by this author

, J. O. Maduka, x

Jeomi O. Maduka

Search for articles by this author

.P. H. Divanji, C. R. Ayers, x

Colby R. Ayers

Search for articles by this author

დაგვიმეგობრდით