ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

2019 წლის 29 იანვარს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ძირითადი მიზნებია:

  • სამინისტროს თანამშრომელთათვის ცენტრის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობა
  • აღნიშნული კონტიგენტისთვის (წინასწარ შეთანხმებით) სხვადასხვა სახის (ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, კარდიოლოგის კონსულტაცია, ლაბორატორიული კვლევები) სერვისების უფასოდ შეთავაზება
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პაციენტების კეთილდღეობის მიზნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობები.

შეგახსენებთ, ცენტრს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის არსებული მსგავსი მემორანდუმი პრაქტიკაში ერთ დიდ კამპანიად ჩამოყალიბდა, რომლის ფარგლებში, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა უწყების მრავალმა ბენეფიციარმა მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებით სრულიად უფასოდ ისარგებლა.





დაგვიმეგობრდით