ბერლინის შარიტეს უნივერსიტეტი ჩაფიძის ცენტრში „გლობალური ჯანმრთელობის პარტნიორობის“ ფარგლებში

ბერლინის შარიტეს უნივერსიტეტი ჩაფიძის ცენტრში „გლობალური ჯანმრთელობის პარტნიორობის“ ფარგლებში

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტის, პროფესორ თამაზ მაღლაკელიძის  და ბერლინის შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტის პნევმოლოგიის ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ კრისტიან ვიტის, ბერლინის შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტის პნევმოლოგიის ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პირადი და პროფესიული ურთიერთობების შედეგად გაჩნდა იდეა, საქართველოში განხორციელებულიყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც ფოკუსირება მოხდება "საქართველოში ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების პრევენციასა და დიაგნოსტიკის გაუმჯობესებაზე.“ აღნიშნული პროექტი ფინანსდება “გერმანული საზოგადოება საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ მიერ.  პროექტს კოორდინაციას უწევს მარიამ მაღლაკელიძე, რომელიც ბერლინის შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარია.


საქართველოში ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების პრევენციისა და დიაგნოსტიკის გაუმჯობესება

 

ბერლინის შარიტეს სამედიცინო უნივერსისტეტის პნევმოლოგიის ამბულატორიული დეპარტამენტი მონაწილეობას იღებს "გლობალური ჯანმრთელობის პარტნიორობის“ დაფინანსებულ პროგრამაში. აღნიშნული პროგრამის მიზანია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემების შესახებ, არსებული ან ახალი პარტნიორული პროექტების პრომოცია მსოფლიო დონეზე.


 

პროექტი, რომელიც საქართველოში ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების პრევენციისა და დიაგნოსტიკის გაუმჯობესებას ისახვას მიზნად, განხორციელდება ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიის დეპარტამენტის,  თბილისის ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პულმონოლოგიური დეპარტამენტის და საქართველოს რესპირაციული ასოციაციის თანამშრომლობით, რაც ამ სამ ინსტიტუტციას შორის ურთიერთობების გაღრმავების საწინდარი იქნება.


Charité, ყველაზე დიდი საუნივერსიტეტო კლინიკა ევროპაში, რომლის პნევმოლოგიის დეპარტამენტი ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით ამბულატორიული და სტაციონარული პაციენტების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით მკურნალობას აწარმოებს.

საქართველოში დიდ ტვირთად მოიაზრება ქრონიკული რესპირაციული დაავადებები. გარდა ამისა, ბევრი ექიმი არ არის მომზადებული და აღჭურვილი, რათა მოახდინოს შესაბამისი/სწორი დიაგნოსტიკა, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობა.


ჩაფიძის ცენტრი წარმოადგენს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ბაზას. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოში ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და ასთმის ადრეულ გამოვლენას, არსებულ და მომავალ კლინიცისტებს შორის გაზიარებული ცოდნის საშუალებით. 


საქართველოს რესპირაციული ასოციაციას  ჰყავს 1050 აქტიური წევრი, 10 რეგიონული წარმომადგენლობა  და აწარმოებს კვარტარულ პუბლიკაციებს საქართველოს რესპირაციულ ჟურნალში. შესაბამისად რეგიონებში სამუშაოების ჩასატარებლად საუკეთესო პოზიციაში იმყოფება.

პროექტი დაიწყება ჩაფიძის ცენტრსა, Charité  და საქართველოს რესპირაციულ ასოციაციას შორის

შეხვედრებით, რათა მოხდეს დაავადების დიაგნოსტიკისა და მართვის პროგრამების არსებული სტანდარტების შეფასება. ამის შემდეგ Charité პნევმოლოგები საქართველოში ჩაატარებენ სამუშაო სესიებს ე.წ. "ვორქშოპებს“ პრაქტიკოსი მედიკოსებისთვის, საქართველოში ქრონიკული

ობსტრუქციული დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით. ამასთანავე,  პროექტის ფარგლებში ექიმებისთვის გადმოცემული იქნება სპირომეტრები.

დაგვიმეგობრდით