მესამე სალექციო კურსი უცხოელი სპეციალისტებისთვის

მესამე სალექციო კურსი უცხოელი სპეციალისტებისთვის

ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს და ამერიკულ-შვეიცარიულ კომპანია "ნოვარტისს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაწყებული მასშტაბური პროექტი გრძელდება, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აზიის ქვეყნებიდან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის გულის უკმარისობის დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდების სწავლებას.
სასწავლო კურსი მოიცავს ლექციებს, რომელიც ტარდება ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ბაზაზე, ამავე ცენტრის წამყვანი სპეციალისტების მიერ. პირველი სალექციო კურსი ჩატარდა ქართველი კარდიოლოგებისთვის, მეორე კურსი დაკომპლექტდა მონღოლი, უზბეკი და სომეხი კარდიოლოგებით. მესამე სალექციო კურსზე კი ვუმასპინძლეთ სპეციალისტებს ტაშკენტიდან.


რამოდენიმე მათგანმა ასეთი უკუკავშირი მოგვცა: 
"ყველაფერი ორგანიზებული იყო მაღალ დონეზე, განსაკუთრებით მომეწონა პროფესორ ალექსანდრე ალადაშვილის ლექცია, ჩვენ გვსმენია მასზე, ასევე კარდიოქირურგ ზვიად ბახუტაშვილზე, ვისურვებდი უფრო ხშირად ჩატარდეს მსგავსი ფორმატის ლექციები და დისკუსიები“

"საუბრები ადამიანებთან, რომლებიც არამხოლოდ პროფესიონალები არიან, არამედ აქვთ საკუთარი ხედვა ამ საქმესთან დაკავშირებით, ორმაგად პროდუქტიული და მნიშვნელოვანია. ასე რომ, მშვენიერი ინფრასტრუქტურა გაქვთ, მაგრამ თქვენი მთავარი ღირებულება - ეს გუნდია“

"აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბდე. მიხარია, რომ ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღე, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს და გისურვოთ კიდევ უფრო მეტი წარმატება“

მნიშვნელოვანია, რომ ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი არ არის მხოლოდ ბაზარზე ლიდერი სამედიცინო დაწესებულება, რომლის სამედიცინო სერვისის უმაღლეს ხარისხს ევროპის წამყვანი აუდიტორული კომპანიები აღიარებენ. ბოლო წლების განმვალობაში, ცენტრი ასევე ჩამოყალიბდა მსხვილ საგანმანათლებლო დაწესებულებად, სადაც მიმდინარეობს პოსტდიპლომური მომზადება სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობებში, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტებისთვის.


 

დაგვიმეგობრდით