ულტრაბგერა მედიცინასა და ბიოლოგიაში EUROSON 2019, გრანადა

ულტრაბგერა მედიცინასა და ბიოლოგიაში EUROSON 2019, გრანადა

2019 წლის გაზაფხულზე 31 მაისიდან 2 ივნისამდე ესპანეთის ქალაქ გრანადაში გაიმართა "ულტრაბგერა მედიცინასა და ბიოლოგიაში", ევროპის ქვეყნების ასოციაციების ფედერაციის (EFSUMB) 31-ე კონგრესი - EUROSON 2019

კონგრესი ეძღვნებოდა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკისა და ულტრაბგერითი კონტროლით მიმდინარე სამკურნალო და დიაგნოსტიკური მანიპულაციების საკითხებს.

კონგრესის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა. ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მიხეილ წვერავამ სამი პრეზენტაცია წარადგინა, რომელიც ეხებოდა მარჯვენა პარკუჭის გამავალი ტრაქტის ფუნქციის ცვლილებებს გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ფილტვის ულტრაბგერითი კვლევის მნიშვნელობას ფილტვის შეგუბების დიაგნოსტიკაში.

                                                                            გრანადა, ესპანეთი

დაგვიმეგობრდით