მარტივი წესი მიკრობების გავრცელებისგან თავის დასაცავად

მარტივი წესი მიკრობების გავრცელებისგან თავის დასაცავად


  • დაცემინების, დახველების ან ცხვირის მოხოცვის შემდეგ ჩვენს ხელებზე მრავლობითი მიკრობები ხვდება, ასევე ჰაერში ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის სახით. გარდა ამისა მიკრობები ხელებზე გადადიან სხვა და სხვა ზედაპირებზე შეხებით: ნივთები კარის სახელური, ტელეფონი და ა.შ.
  • თუ ჩქვენ არ ვიბანთ ან არ ვიმუშავებთ ხელებს ყველა მიკრობს გადავცემთ სხვას: ხელის ჩამორთმევისას, სხვისი ნივთების ხელის მოკიდებით და ა.შ.
  •  დასუსტებულ ორგანიზმში მიკრობებმა შეიძლება გამოიწვიონ მძიმე ინფექციები, ისეთი როგორიცაა ფილტვების ანთება, გრიპპი და სხვა.
  •       კლინიკებს გააჩნიათ ყველა საჭირო საშუალებები ხელის ჰიგიენის  დასაცავად:
  • ხელის დაბანა თხევადი საპნით და წყლით;
  • ხელების დამუშავება სპეციალური ხსნარის საშუალებით.

ხელებისთვის განკუთვნილი  ანტისეპტიკური ხსნარი - შეიცავს სპირტს, რომელიც დაახლოვებით 30 წამში ანადგურებს მიკრობების 99%. ანტი-სეპტიკური ხსნარი შეიზილება ხელებში და არ საჭიროებს შემდეგ  ჩამორეცხვას ან გამშრალებას. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ კლინიკის პერსონალს.


        პაციენტებისთვის: 


 დაიბანეთ ხელები ან დაიმუშავეთ ანტისეპტიკური ხსნარით თუ: 

  • გრძნობთ ან ხედავთ, რომ ხელები დაბინძურებულია;
  • საპირფარეშოს მოხმარების შემდეგ;
  • ჭამამდე

მოითხოვეთ, რომ ყველამ  თქვენს გარშემო დაიცვას ხელების ჰიგიენა. 

         მნახველებისთვის :

დაიბანეთ და დაიმუშავეთ ხელები  ანტისეპტიკური ხსნარით 

  • პაციენტებთან პალატაში შესვლამდე და შემდეგ;
  • საპირფარეშოს მოხმარების შემდეგ;
  • თუ ეხმარებით პაციენტს საკვების მიღებაში;
  • ნებისმიერ ზედაპირებთან შეხების შემდეგ;
  • პაციენტთან  შეხების შემდეგ;
  • განყოფილებიდან  გასვლის შემდეგ.

ხელების ჰიგიენური ანტისეპტიკის  განსახორციელებლად საბოლოო ეტაპზე აუცილებელია სპირტის შემცველი, კანის დამუშავებისთვის განკუთვნილი ანტისეპტიკის გამოყენება.


 მიკრობების  გავრცელების  შეჩერება  ძალიან  მარტივია, დაიცავით  ხელების  ჰიგიენა! 

დაგვიმეგობრდით