ოზაკის ოპერაციის საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრა

ოზაკის ოპერაციის საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრა

2019 წლის 5 ოქტომბერს, ქ. ლისაბონში ოზაკის ოპერაციის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ოზაკის ოპერაციის ავტორის, პროფესორ შიგეიუკი ოზაკის ინიციატივით შედგა და მისი მიზანი გახლდათ აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. მისი მეთოდიკის გაუმჯობესების და სამომავლოდ კიდევ უფრო ფართოდ დანერგვის შესახებ მსჯელობა.


შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ ოზაკის ოპერაციის ყველაზე გამოცდილი ექვსი ქირურგი სხვადასხვა ქვეყნებიდან (გერმანია, საქართველო, იტალია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია)


საქართველოდან - აკად გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ზვიად ბახუტაშვილი, რომლის მოხსენება მოიცავდა აღნიშნული ოპერაციის შესახებ რამდენიმე ნოვატორულ წინადადებას.


დაგვიმეგობრდით