პაციენტის განცხადება

პაციენტის განცხადება

2019 წლის 29 ოქტომბერს, "გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის" კანცელარიაში შემოვიდა პაციენტის წერილი, ამავე ცენტრის გენერალური, აღმასრულებელი, სამედიცინო დირექტორების და ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახელზე, რომელსაც უცვლელად გიზიარებთ: 

P.S. მადლობას ვუხდით ყველა პაციენტს, რომლებიც საკუთარ უკუკავშირს ასე გულწრფელად და მკაფიოდ აფიქსირებენ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


                                                   მადლობა


(გაწეული სამედიცინო დახმარებისა და საექიმო ეთიკის ნორმების სრულფასოვნად დაცვისთვის)

ქალბატონებო/ბატონებო

მსურს, ღრმა მადლიერება გამოვხატო თქვენ კლინიკაში მომუშავე ექიმების - ლელა კოპალეიშვილის, ლევან რევაზიშვილის და ნაია ამირანაშვილის მიმართ. გარდა იმის, რომ სამივე ექიმი თავისი საქმის პროფესიონალია, გამოირჩევიან პაციენტისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი დამოკიდებულებით.

მათ სრულფასოვნად და კეთილსინდისიერად განახორციელეს თავისი პროფესიული საქმიანობა, რასაც საქართველოს კანონმდებლობა აკისრებთ. კერძოდ, სრულფასოვნად დაიცვეს საექიმო საქმიანობის ეთიკური ნორმები (საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი); გამოიყენეს თავიანთი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება ჩემი, როგორც პაციენტის ინტერესების შესაბამისად და იყვნენ თანამგრძნობნი (ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის 30-ე მუხლი).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ თქვენს კლინიკაში დასაქმებულ ექიმებს - ლელა კოპალეიშვილს, ლევან რევაზიშვილის და ნაია ამირანაშვილს თქვენი კლინიკის და ზოგადად საექიმო საქმიანობის ღირსეულად წარმოჩენისთვის, ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გადაუადოთ მადლობა და თითოეულს გადასცეთ მადლობის წერილის ასლი.

პატივისცემით,
ფ. თ.


დაგვიმეგობრდით