თეთრი ხალათების აქცია ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად

თეთრი ხალათების აქცია ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად

2019 წლის 18 ნოემბერს, 12:00 საათზე, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ეზოში, ამავე ცენტრის სამედიცინო პერსონალი ცნობილი ქართველი ორთოპედ-ტრამვატოლოგის - ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად "თეთრი ხალათების" მდუმარე აქციას შეუერთდა.

როგორც იცით, უკვე მეათე დღეა, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება.

15 ნოემბერს გამართული ე.წ. სასამართლოს მიერ, მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.


 

აღნიშნულთან დაკავშირებით აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელმა კარდიოლოგიის ცენტრმა განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა:

"ვუცხადებთ თანადგომას საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილ ვაჟა გაფრინდაშვილს. ექიმის დაკავება მაშინ, როდესაც ის პაციენტის დასახმარებლად მიემართება, არის ყოველგვარი ადამიანური ღირებულებების უარყოფა. ვიმედოვნებთ, რომ ცნობილი ქართველი ორთოპედ-ტრამვატოლოგი მალე დაუბრუნდება ოჯახს და გააგრძელებს პროფესიულ საქმიანობას."


#თავისუფლებავაჟაგაფრინდაშვილს
#freedomforDoctorVaja
#არაოკუპაციას








დაგვიმეგობრდით