საქველმოქმედო აქცია თელავში

საქველმოქმედო აქცია თელავში

გრძელდება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის საქველმოქმედო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამჯერად, ცენტრის სამედიცინო პერსონალი ქ. თელავში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, ასევე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები სრულიად უფასოდ გასინჯეს.

შეგახსნებთ, რომ აქციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან არსებული მემორანდუმის ფარგლებში ტარდება. 

დაგვიმეგობრდით