მარტივი წესი მიკრობების გავრცელებისგან თავის დასაცავად

მარტივი წესი მიკრობების გავრცელებისგან თავის დასაცავად

დაცემინების, დახველების ან ცხვირის მოხოცვის შემდეგ ჩვენს ხელებზე მრავლობითი მიკრობები ხვდება, ასევე ჰაერში ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის სახით. გარდა ამისა მიკრობები ხელებზე გადადიან სხვადასხვა ზედაპირებზე კონტაქტის შემდეგ (ნივთები, კარის სახელური, ტელეფონი და ა.შ).

თუ ჩვენ არ ვიბანთ ან არ ვიმუშავებთ ხელებს, ყველა მიკრობს გადავცემთ სხვას ხელით შეხების ან თუნდაც მის ნივთთან კონტაქტის დროს. დასუსტებულ ორგანიზმში მიკრობებმა შეიძლება გამოიწვიონ მძიმე ინფექციები, ისეთი როგორიცაა ფილტვების ანთება, გრიპპი და სხვა.

რეკომენდაცია პაციენტის მნახველებისთვის: 

დაიბანეთ ხელები ან დაიმუშავეთ ანტისეპტიკური ხსნარით თუ: 
  • გრძნობთ ან ხედავთ, რომ ხელები დაბინძურებულია;
  • საპირფარეშოს მოხმარების შემდეგ;
  • ჭამამდე

მოითხოვეთ, რომ ყველამ  თქვენს გარშემო დაიცვას ხელების ჰიგიენა. 


ხელებისთვის განკუთვნილი  ანტისეპტიკური ხსნარი - შეიცავს სპირტს, რომელიც დაახლოვებით 30 წამში ანადგურებს მიკრობების 99%. ანტი-სეპტიკური ხსნარი შეიზილება ხელებში და არ საჭიროებს შემდეგ ჩამორეცხვას ან გამშრალებას. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ კლინიკის პერსონალს.        


დაიბანეთ და დაიმუშავეთ ხელები ანტისეპტიკური ხსნარით:

  • პაციენტებთან პალატაში შესვლამდე და შემდეგ;
  • საპირფარეშოს მოხმარების შემდეგ;
  • თუ ეხმარებით პაციენტს საკვების მიღებაში;
  • ნებისმიერ ზედაპირებთან შეხების შემდეგ;
  • პაციენტთან  შეხების შემდეგ;
  • განყოფილებიდან  გასვლის შემდეგ.

ხელების ჰიგიენური ანტისეპტიკის  განსახორციელებლად საბოლოო ეტაპზე აუცილებელია სპირტის შემცველი, კანის დამუშავებისთვის განკუთვნილი ანტისეპტიკის გამოყენება.

მიკრობების  გავრცელების  შეჩერება  ძალიან  მარტივია, დაიცავით  ხელების  ჰიგიენა! 

დაგვიმეგობრდით