ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები

კორონავირუსები წარმოადგენენ ვირუსების ოჯახს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ როგორც ნაკლებად მძიმე დაავადება, მაგალითად - ჩვეულებრივი გაციება, ასევე, უფრო მძიმე დაავადებები, მათ შორის მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომი.

ახალი კორონავირუსი არის კორონავირუსების ახალი შტამი, რომლის იდენტიფიცირებაც ადრე ადამიანში არ მომხდარა. კორონავირუსი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემდეგ.


რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად:

  1. რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისგან თავის არიდება
  2. ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც სიმპტომების მქონე პაციენტი იმყოფებოდა

  3. ქუჩაში ცხოველებთან ან/და ფერმებთან დაუცველი კონტაქტისგან თავის არიდება

  4. რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანების მიერ ხველის ეტიკეტის დაცვა

  5. რესპირატორული ინფექციის მქონე პაციენტმა გამოიყენოს ნიღაბი, მიმართოს ექიმს და მოუყვეს მოგზაურობის ისტორია





დაგვიმეგობრდით