პრევენციული ღონისძიებები Covid 19-ის წინააღმდეგ

პრევენციული ღონისძიებები Covid 19-ის წინააღმდეგ

ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი გაცნობებთ, რომ სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედებს უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად დაცულ გარემოს.


უსაფრთხოების მიზნით კლინიკის შემოსასვლელში ფუნქციონირებს "ინფექციის კონტროლის პოსტი“, სადაც ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვილი პერსონალი ახდენს კლინიკაში შემოსული ყველა პირის ტემპერატურის განსაზღვრას.


რესპირატორული ინფექციის მქონე პაციენტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული პროტოკოლის მკაცრი დაცვით გადიან დამატებით შემოწმებას ამბულატორიულ მიმღებ დეპარტამენტში სპეციალურად გამოყოფილ, იზოლირებულ კაბინეტში.


კლინიკაში არსებული ყველა სამედიცინო სერვისი ფუნქციონირებს გერმანიის სერტიფიცირების კომპანიის KTQ-ს თანამშრომლობა ჯანდაცვის ტრანსპარენტობასა და ხარისხში” მოთხოვნის შესაბამისად დანერგილი "პანდემიებისა და ეპიდემიის დროს უსაფრთხოების პროტოკოლი“- ს მიხედვით. 


კლინიკა მომხმარებელს შეუფერხებლად აწვდის ამბულატორიულ სერვისებს, კერძოდ: ექიმი- კარდიოლოგის, რითმოლოგის, ენდოკრინოლოგის, პულმონოლოგის, ნევროლოგის, რევმატოლოგის და ა.შ კონსულტაციები. როგორც ინსტრუმენტული, ასევე ლაბორატორიული დიაგნოსტიკური კვლევების სრული სპექტრი. უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ინტერვენციული მედიცინა, კარდიოქირურგია, რითმოლოგია.

დაგვიმეგობრდით