რა არის და როდის გვჭირდება ეკგ სტრეს-ტესტი

რა არის და როდის გვჭირდება ეკგ სტრეს-ტესტი

ეკგ სტრეს-ტესტი ველოერგომეტრიით, ტრედმილით

დოზირებული ფიზიკური დატვირთვის ტესტი გულისხმობს გულის მუშაობის შეფასებას მოძრავ სარბენ ბილიკზე (ტრედმილზე) ჩქარი სიარულის დროს, ან ველოერგომეტრზე, პარალელურად მიმდინარეობს ელექროკარდიოგრამის ჩაწერა. კვლევის მსვლელობისას ნელ-ნელა იზრდება დატვირთვა, რის შესაბამისად იცვლება ელექტროკარდიოგრამა, არტერიული წნევა და გულის შეკუმშვათა სიხშირე.

დატვირთვის ტესტით შესაძლებელია კორონარული (გულის მკვებავი) არტერიების დაავადების, ფარული იშემიის, ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული გულის რიტმის დარღვევების დიაგნოსტირება და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.
დატვირთვის ტესტი  შესაძლებელია ჩატარდეს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც პაციენტი გაივლის მაღალი რისკის ნიშნების სრულ სკრინინგს, სხვა ჰოსპიტალურ გამოკვლევებს, შეფასდება ექიმი-სპეციალისტის მიერ, გაეცნობა სრულ ინფორმაციას და მოაწერს ხელს ინფორმირებულ თანხმობას ტესტირების ჩატარების თაობაზე.


სტრეს-ტესტის ჩატარების მიზნები და ჩვენებები:

  • მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებში კარდიოლოგიური დაავადებების, გამოვლენა (კორონარული არტერიების დაავადება, ფარული იშემია და სხვ.)
  • გულის იშემიური დაავადებისა და მისი ცალკეული ფორმების დიაგნოსტირება, დატვირთვისადმი ინდივიდუალური ტოლერანტობის დადგენა და  დიფერენციული დიაგნოსტიკა;
  • გულის რიტმის დარღვევების გამოვლენა;
  • დატვირთვაზე ჰიპერტონული რეაქციის მქონე პირების გამოვლენა;
  • მედიკამენტური, ქირურგიული მკურნალობისა და რეაბილიტაციის მეთოდების ეფექტურობის შეფასება დინამიკაში;
  • გულ – სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტების შრომითი ექსპერტიზა;
  • პროფესიული შერჩევა;
  • სპორცმენების გეგმიური გამოკვლევა;
  • გულის იშემიური დაავადების პროგნოზის შეფასება

დაგვიმეგობრდით